გიორგი კახიანი: ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენმა ხელისუფლებამ ბევრი რამ გააკეთა, არჩევნების შემდეგ, როგორც კი ყველა დარწმუნდება რაოდენ დიდი მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნებას“, ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეტაპზე გადავალთ

გიორგი კახიანი

არჩევნების შემდეგ, როდესაც ის ძალები დარწმუნდებიან იმაში, თუ საზოგადოება რომელი პოლიტიკური ჯგუფის მიმართ როგორ არის განწყობილი, ამის შემდეგ ის არასასურველი მოცემულობა რომელიც სტრატეგიულ პარტნიორთან გვაქვს [გამოსწორდება], - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

მისი თქმით, ამ მხრივ პირველი ნაბიჯი იქნება შეხვედრა, რომელიც ბიძინა ივანიშვილსა და ელჩ დანიგანს შორის დაანონსდა.

„ჩვენ ძალიან დიდი მნიშვნელობას ვანიჭებთ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას. გუშინდელ ინტერვიუში ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ [აშშ-ის ელჩთან] შეხვედრა უკვე დაანონსებულია და მან ისაუბრა იმ მიზეზებზე, აქამდე რატომ იკავებდა ის შეხვედრებისგან თავს. არჩევნების შემდეგ, როდესაც ის ძალები დარწმუნდებიან, საზოგადოება რომელი პოლიტიკური ჯგუფის მიმართ როგორ არის განწყობილი, ამის შემდეგ ის არასასურველი მოცემულობა რომელიც სტრატეგიულ პარტნიორთან გვაქვს [გამოსწორდება]. ეს შეხვედრა, რომელზე ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა, იქნება დასაწყისი ამ არასასურველი მდგომარეობიდან გამოსვლის და ეს კიდევ ერთხელ ხაზგასმაა იმისა, რომ ჩვენ სტრატეგიულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენ ამერიკელ პარტნიორებთან ურთიერთობას და მონდომებულები ვართ, რომ ეს ურთიერთობა აღდგეს და კიდევ უფრო განვითარდეს. ანალოგიურად, დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ, როცა ყველა დარწმუნება რაოდენ დიდი მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნებას“, ბევრი თვალსაზრისით დამოკიდებულებები შეიცვლება და ურთიერთობები, რომელიც დღეს არის დალაგდება და ჩვენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ ევროინტეგრაციის თვალსაზრისით. ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენი მოსახლეობის დაკვეთაა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ამ გზაზე ძალიან ბევრი რამ გააკეთა და ეს პროცესი გრძელდება. დარწმუნებული ვარ, როგორც კი პოლიტიკური სურათი შეიცვლება, ერთ კვირაში შეიძლება ყველაფერ ამის გაგრძელება და ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეტაპზე გადავალთ. ამის წინაპირობა არჩევნებია და დარწმუნებული ვარ არჩევნები კარგად ჩაივლის, შედეგიც შესაბამისი დადგება და ეს პროცესები ქვეყნისთვის ძალიან პოზიტიურად განვითარდება“, - განაცხადა კახიანმა.