პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1773158298
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ „იმედსა“ და „პოსტივის“ თავისუფალ მედიაზე თავდასხმის გამო სოლიდარობა გამოუცხადა. ამ თემაზე გიორგი ჯინჭარაძემ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
„სოლიდარობა და მხარდაჭერა მინდა გამოვუცხადო ტელეკომპანია „იმედს“ და „პოსტივის“ და ყველა თანამშრომელს იმ უსამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა მიიღო. ეს კიდევ ადასტურებს გარე აქტორების მიზანს ჩვენი ქვეყნის მიმართ. ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გადაიხედება“, - განაცხადა ჯინჭარაძემ.