ამინდი მკვეთრად იცვლება - განახლებული პროგნოზი
1747741125
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც მედიისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტები განიხილება, ჟურნალისტმა გიორგი იაკობაშვილმა ისაუბრა.
გიორგი იაკობაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობამ „კავკასუს ონლაინის“ დამფუძნებელი, მამია სანადირაძე, 11 000 000-ით მხოლოდ იმ მიზეზით დააჯარიმეს, რომ ის მოსახლეობას ინტერნეტს იაფად აძლევდა და ბიუჯეტში ცოტა თანხა შეჰქონდა.
„დღეს ინტერნეტზე ვართ ყველანი ფაქტობრივად დამოკიდებულები. მთავრობამ მაშინ მამია სანადირაძეს უთხრა, რომ შენ ძალიან იაფად აძლევ მომხმარებლებს ინტერნეტს, ამიტომ ბიუჯეტში თანხა შემოდის ცოტა და 11 000 000-ით დააჯარიმეს. ანუ რა გამოდის, რომ როცა საზოგადოებაში ადამიანები არიან კარგად ჩვენ ვართ ცუდად, ამ დროს ადამიანები იყვნენ კმაყოფილები და თვლიდნენ, რომ ეს ფული ბიუჯეტში არ მიდიოდა. ისინი თვლიდნენ, რომ ბიუჯეტში უნდა წასულიყო უფრო მეტი და ისინი იქნებოდნენ უკეთესად.
კიდევ ერთი ჯარიმა, ოფიციალური მისამართი შეიცვალა „კავკასუსმა“ ერთი საათით დააგვიანა თუ არ ვცდები რეესტრში უნდა აცნობო იურიდიული მისამართი როცა იცვლება 300 000 დოლარი გამოუწერეს უცებ ჯარიმა. ეს ყველაფერი ხდებოდა მაშინ“,-განაცხადა გიორგი იაკობაშვილმა.