იარაღები, მანქანები და დიდძალი ქონება - ვინ არის გიორგი ქემოკლიძე, რომელიც სუს-მა დააკავა?
1760100600
ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა, ვინც მიდიოდა 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე, არა მხოლოდ კარგად იცოდა ყველამ სად მიდიოდა, არამედ ხელისუფლების უმაღლესმა თანამდებობის პირებმა 30 სექტემბრიდან მოყოლებული ძალიან ბევრჯერ გააფრთხილეს ეს ხალხი, რომ კანონდარღვევას მოჰყვებოდა შესაბამისი რეაგირება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი გრძელიშვილმა განაცხადა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
გიორგი გრძელიშვილის განცხადებით, აქციის თითოეულმა მონაწილემ კარგად იცოდა თუ სად მიდიოდა 4 ოქტომბერს, შესაბამისად მათი მცდელობები თავიდან აირიდონ პასუხისმგებლობა არ მოხდება, რადგან კანონის წინაშე ყველა მათგანი აგებს პასუხს.
"მე შემიძლია წაგიკითხოთ რამდენიმე ამონარიდი, მაგალითად 30 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა ასეთი რამ - "ჩვენ უნდა გავაფრთხილოთ ყველა, განსაკუთრებით აქციაზე წამსვლელი ხალხი მოერიდონ ასეთ გეგმებში მონაწილეობას". ისევ ირაკლი კობახიძე "მე მინდა უბრალოდ ყველა გავაფრთხილო, ჩვენ არავის დაპატიმრება არ გვიხარია, მაგრამ თუ ვინმე დაარღვევს კანონს, ყველას მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება." ისევ პრემიერ-მინისტრი, ეს არის უკვე 3 ოქტომბერი - "გავაფრთხილოთ ყველა ფუჭად ნუ აღმოჩნდებიან გისოსებს მიღმა".
ასევე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის განცხადება: "ვინმეს არ წაუცდეს ხელი იმ კანონის დარღვევაზე და არ დაუცდეს ფეხი იმ კანონზე, აპირებენ პროვოკაციებს და უნდა იცოდეს ყველამ, რომ ამ პროვოკაციას მოჰყვება კანონისმიერი პასუხი“. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ ადამიანები, რომლებიც მივიდნენ ხელისუფლების დასამხობად დღეს ცდილობენ, რომ სხვადასხვა მიზეზით თავი დაიძვრინონ, პროფესორმაც, ექიმმაც, სტუდენტმაც, ყველამ იცოდა სად მიდიოდა, ყველა იყო გაფრთხილებული და ჩვენი პოლიტიკური გუნდი კანონს, რა თქმა უნდა, აღასრულებს", - განაცხადა გიორგი გრძელიშვილმა.