„ეს არის უმძიმესი დანაკარგი...“ - ახალგაზრდა სტუდენტი გარდაიცვალა
1793303495
გიორგი გამსახურდია ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ადამიანები, რომლებიც ტანსაცმელს, საკვებს თუ მდიდრულ მოგზაურობებს ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობდნენ, ბიძინა ივანიშვილს ბიუჯეტიდან ფინანსური სარგებლის მიღებაში ადანაშაულებენ.
გამსახურდიას თქმით, ივანიშვილს ქვეყნისა და ქველმოქმედებისთვის იმაზე მეტი აქვს დახარჯული, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს ბიუჯეტი იყო. იგი აღნიშნავს, რომ ოპოზიცია ივანიშვილს ვერცერთ დადებით თვისებაში ვერ მიუახლოვდება.
“ტანსაცმლით, კვებით და მდიდრული მოგზაურობებით დამთავრებული, ყველაფერს რომ ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობდნენ, აი ეს მართლა ქვეყნის მღლეტავები, იძახიან რომ ბიძინა ივანიშვილს, თითქოს რამე ფინანსური სარგებელი ჰქონდა და აქვს საქართველოში. მაგათ დროს არსებულ ბიუჯეტზე მეტი, მისი მოღვაწეობის არასრულ პერიოდში, ბიძინას დახარჯული აქვს ქვეყნისთვის და ქველმოქმედებაში, როდესაც შეეძლო, საქართველოში ფულიც ეშოვა და მის ოჯახზე მოეხმარა ეს ყველაფერი. ეს ნაძირლები გავიგე, რომ თავის გადმოსახედიდან ზომავენ ყველაფერს, მაგრამ, ვერაფერში დაეწევით კი არა, ახლოს ვერ მიხვალთ ივანიშვილთან, ნებისმიერ თემაში, კაცობაში და ნამუსში მარტო კი არა, აი საერთოდ ვერანაირ დადებითში. იცით ეს და ზუსტად მაგ ყველაფრის გამო არის ათასი თავით თქვენზე წინ, უკვე წლებია.”- წერს გიორგი გამსახურდია.