გიორგი გამსახურდია ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე: თავიანთ სიშლეგეს აბრალებენ „შეთქმულების თეორიებს“. ჩერგოს, რაღაც ნაწილში და „ვორდინგში“ ვეთანხმები მაგათზე, რასაც ამბობს. მიხეილ სააკაშვილმა თავისი ხარჭების დონეზე დაიყვანა პარტია

გიორგი გამსახურდია

ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებას გიორგი გამსახურდია ეხმაურება.

როგორც მან გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, რადიკალები ახლა შეთქმულების თეორიებში ეძებენ დამნაშავეს, რეალურად კი ამ მდგომარეობაში თავი თავადვე ჩაიგდეს.

„თავიანთ სიშლეგეს აბრალებენ „შეთქმულების თეორიებს“. გვაბრალებენ ჩვენ, აბრალებენ ერთმანეთს, რომ ის გაიყიდა, ეს გამოიყიდა. მოდით დავაკვირდეთ, არ მინდა შეურაცხყოფაზე გადავიდე, საკმაოდ მაქვს მაგათთვის მიყენებული, მაგრამ ადამიანები თვითონ, რას წარმოადგენენ ერთად და ცალ-ცალკე აღებული. ჩვენ ახლა გვაქვს პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მის გარშემო პოლიტიკური გუნდი „ქართული ოცნება“, რომელიც წარმატებით უკვე მეორე ათწლეულია მართავს ქვეყანას და ბევრი დადებითი შეგვიძლია ვილაპარაკოთ ჩვენს პოლიტიკურ გუნდზე. ამათ სულ რეგრესი აქვთ ამ უბედურებს“, - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.

ის, ასევე, გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ურთიერთ შეურაცხმყოფელ განცხადებებს.

„ეგ ჩერგოს ძლიერი ხაზია და რაღაც ნაწილში და „ვორდინგში“ ვეთანხმები მაგათზე, რასაც ამბობს. ზოგი მეტ-ნაკლებად მიხვდა, რომ მათი გემი იძირება და 2016 წლიდან ნელ-ნელა მაგათგან გადინება. ბელადს ვინც უღალატებდა და პოლიტიკურ უფსკრულში არ ჩაჰყვებოდა და შეეცდებოდა თავისი არსებობის გახანგრძლივებას აპრიორი ის იყო მოღალატე. ტიპური სექტაა. ამათში არანაირი რაციონალური არ არის. მიკვირს ეს ხალხი 9 წელი ინსტიტუციებს, როგორ მართავდა“, - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა „თავისი ხარჭების დონეზე დაიყვანა პარტია“.

„ამ კაცის ტვინი ამის იქით არ მიდის. საშინელ ექსპერიმენტებს ატარებს. ვიღაც ხალხი შემოჰყავს - უავტორიტეტო“, - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.