1738822889
გიორგი გამსახურდია „დროას“ წარმომადგენელ მარიკა მიქიაშვილზე: ვინმე ნაც-აქტივისტკა, მიქიაშვილი ტრამპის და მისი პატრიოტული გუნდის მოძულე ახლა პრო-ამერიკელად გვევლინება. აზრი არ აქვს მის ახლანდელ უსუსურ აქტივობას. ზუსტად ამერიკის მთავრობა დაასრულებს ამათ!
![გიორგი გამსახურდია გიორგი გამსახურდია](https://primetime.ge/uploads/files/2022/05/04/12239/giorgi-gamsakhurdia_w_h.jpeg)
გიორგი გამსახურდია პარტია „დროას“ წარმომადგენლის მარიკა მიქიაშვილის შესახებ პლატფორმა X-ზე პოსტს აქვეყნებს და მიქიაშვილის ძველს სტატუსებს ურთავს, სადაც ის დონალდ ტრამპზე და ილონ მასკზე უარყოფითად წერს.
როგორც გამსახურდია აღნიშნავს, ტრამპის და მისი პატრიოტული გუნდის მოძულე მიქიაშვილი ახლა პრო-ამერიკელად გვევლინება და ავიწყდება, რომ ყველაფერს ინახავს არქივი. მისივე თქმით, აზრი არ აქვს მარიკა მიქიაშვილის ახლანდელ უსუსურ აქტივობას, რადგან ზუსტად ამერიკის მთავრობა დაასრულებს ოპოზიციას.
„ვინმე ნაც-აქტივისტკა, მიქიაშვილი ტრამპის და მისი პატრიოტული გუნდის მოძულე ეხლა პრო-ამერიკელად გვევლინება. ამ უსახურ და უმგვანო არსებას, ასევე მის თანამოაზრეებს ავიწყდებათ რომ ყველაფერს ინახავს არქივი. აზრი არ აქვს მის ეხლანდელ უსუსურ აქტივობას. ზუსტად ამერიკის მთავრობა დაასრულებს ამათ!“ - წერს გიორგი გამსახურდია.