როგორი ამინდი იქნება უქმეებზე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში
1787316789
სასაცილოა, როდესაც გიგაური და მისი კოლეგა „ენჯეოების“ წარმომადგენლები საკუთარ თავს პატრიოტებს უწოდებენ - ადამიანები, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას წლების განმავლობაში იმის სანაცვლოდ, რომ ქვეყანაში რევოლუციური პროცესები განვითარებულიყო, - განაცხადა კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ.
დეპუტატი სამოქალაქო საზოგადოების ნაწილისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა.
„თუ ვინმემ ჩვენს ქვეყანას და მის ინტერესებს მიაყენა ზიანი, იყვნენ სწორედ მდიდარი „ენჯეოები“. განცხადება, რომელიც მათ გააკეთეს, არის კარგი დასტური და ნათელი მაგალითი, თუ როგორ მოქმედებენ და მოქმედებდნენ ეს ძალები წლების განმავლობაში. სჯობს, საკუთარ წარსულს გადახედონ და ცოდვები მოინანიონ. სასაცილოა, როდესაც გიგაური და მისი კოლეგა „ენჯეოების“ წარმომადგენლები საკუთარ თავს პატრიოტებს უწოდებენ - ადამიანები, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას წლების განმავლობაში იმის სანაცვლოდ, რომ ქვეყანაში რევოლუციური პროცესები განვითარებულიყო“, - აღნიშნა გაბუნიამ.
გიგაური, ხიდაშელი, მშვენიერაძე და სხვა, უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები განცხადებას ავრცელებენ, საკუთარ თავს „საქართველოს პატრიოტებს" უწოდებენ და ხელისუფლების რიტორიკას აკრიტიკებენ.