რომში, უნიკალური ოპერაციის შედეგად, 2 წლის ბიჭუნას სმენა აღუდგინეს
1760092801
კორუფციული დანაშაულების აღმოფხვრა წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს, - განაცხადა კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ.
მისი თქმით, სახელმწიფო კორუფციასთან ბრძოლაში უკომპრომისო იქნება.
„თითოეული საჯარო მოხელე, ეს იქნება უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი თუ სხვა თანამდებობის პირი, კეთილსინდისიერად და სუფთად ემსახურებოდნენ საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს - ეს იქნება ვალდებულება“, - აღნიშნავს გაბუნია.
პარლამენტში, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, პირველი მოსმენა გაიმართება.