ჰოლივუდის რომელმა ვარსკვლავებმა დაკარგეს სახლები კალიფორნიის ხანძრის გამო?
1736456250
თუ მშვიდობა არ იქნა, თუ ჩვენ ღირსეულად, ამაყად, მხრებში გამართულები არ წავედით ევროპულ გზაზე, სხვაგვარად ჩვენთვის არაფერს აქვს აზრი. ამას ქუთაისი იზიარებს ისე, როგორც, დარწმუნებული ვარ, მთლიანი საქართველო, - განაცხადა ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.
გაბუნია, რომელიც ახლა ქუთაისში იმყოფება ეხმაურება იმ ფოტოებსა და ვიდეოებს, რომლებიც სოციალურ ქსელებში ვრცელდება თბილისიდან დასავლეთისკენ გამგზავრებულ ამომრჩევლებთან დაკავშირებით.
„ჩემი უახლოესი მეგობრები და ნათესავები მესაუბრებოდნენ ახლა და ვიცინოდით. რადგან აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიემართებიან ადამიანები, ესე იგი ის აუცილებლად იმისთვის მოდის, რომ ოპოზიციურ კანდიდატებს დაუჭიროს მხარი თურმე. ასე ფიქრობენ. რეალურად ასე არ არის. დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანების უმრავლესობა მოდის იმისთვის, რომ გააკეთოს სწორი და ყველაზე ქართული არჩევანი.
8 საათზე, როცა დაიხურება უბნები და დაითვლება ხმები, ყველანი გავიგებთ, რომ გაიმარჯვა საქართველომ და არაფერმა სხვამ“, - აცხადებს გაბუნია.