LIVE: სპეციალური ბრიფინგი შსს-ში
1772716898
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული კულტურული ურთიერთობები და მათი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. მხარეებმა ისაუბრეს სხვადასხვა ინიციატივაზე, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს საქართველო-იაპონიას შორის კულტურული თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას.
„დარწმუნებული ვარ, ჩვენი შეხვედრა ნაყოფიერ შედეგს გამოიღებს და საფუძველი ჩაეყრება კონკრეტულ ინიციატივებსა და ღონისძიებებს, რაც საქართველოსა და იაპონიას შორის კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.