ჯარიმა 50 ლარი და მინუს 10 ქულაა - გაფრთხილება მძღოლებს
1773088562
საქართველო არასოდეს იყო გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის და ქვეყანა ნებისმიერ აღებულ ვალდებულებებს პირნათლად იცავს, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკომისიის გადაწყვეტილება, ყულევის ტერმინალი სანქციების პაკეტიდან ამოიღონ, ამტკიცებს, რომ ამ საკითხის ირგვლივ ცრუ ბრალდებები ვრცელდებოდა.
„ევროკომისიამ ყულევის ტერმინალი სანქციების პაკეტიდან ამოიღო. ვიდრე ეს გადაწყვეტილება გამოცხადდებოდა, ვიცით, როგორი აქტიური კამპანია მიმდინარეობდა და დეზინფორმაცია ვრცელდებოდა ორგანიზებულად. გერმანიის ელჩის განცხადებაც გვახსოვს, რომ ყულევის ტერმინალი მეოცე პაკეტში იყო შეტანილი. მინდა, გერმანიის ელჩს ვკითხო, სად არის არგუმენტები და ეს მტკიცებულებები? თუ მტკიცებულებები იყო, მაშინ ყულევის ტერმინალი სანქციების პაკეტიდან რატომ ამოიღეს? ვხედავთ, რომ ევრობიუროკრატია საქართველოს შიდა პოლიტიკურ სივრცეში საინფორმაციო დივერსიას აწყობს და ადგილი აქვს მთელ რიგ ცრუ ბრალდებებს, რომლის ნათელი დასტურია ყულევის ნავთობტერმინალის საკითხი. ამ თვალსაზრისით აქტიურ კამპანიას ეწეოდა სალომე ზურაბიშვილიც. ამ ადამიანების ცრუ ბრალდებები კიდევ ერთხელ დადასტურდა. საქართველო არასოდეს იყო გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის და ქვეყანა ნებისმიერ აღებულ ვალდებულებებს პირნათლად იცავს“, – განაცხადა გაბუნიამ.
ცნობისთვის, ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში არ შეიყვანა. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილით აცნობა.