1768566631
გიორგი გაბუნია ევრობიუროკრატებზე: ვნახავთ, როგორ მოახერხებენ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის დალაგებას და კიდევ უფრო კარგად გამოჩნდება ის ორმაგი სტანდარტი, რომელიც საქართველოსთან მიმართებით ჰქონდათ
ვნახავთ, როგორ მოახერხებენ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის დალაგებას და კიდევ უფრო კარგად გამოჩნდება ის ორმაგი სტანდარტი, რომელიც საქართველოსთან მიმართებით ჰქონდათ, თუ რამხელა შეცდომები დაუშვეს, - განაცხადა „ქრონიკასთან“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ.
დეპუტატი გამოეხმაურა გერმანიის კანცლერის განცხადებას, რომელმაც რუსეთს ევროპული ქვეყანა უწოდა, გამოცემა „პოლიტიკოს“ ცნობით კი, რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის ევროკავშირი სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას გეგმავს.
„ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმ არათანმიმდევრული და უგუნური პოლიტიკის, რომელსაც ევროპელი, მმართველი ელიტა წლების განმავლობაში ახორციელებდა. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ ვისმენდით მუდმივად ბრალდებებს საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ ჩვენ ვართ რუსები, ვიღებთ რუსულ კანონებს. ეს არის კიდევ ერთი ნათელი დასტური იმისა, რომ გვატყუებდნენ.
ვნახავთ, როგორ მოახერხებენ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის დალაგებას და კიდევ უფრო კარგად გამოჩნდება ის ორმაგი სტანდარტი, რომელიც საქართველოსთან მიმართებით ჰქონდათ, თუ რამხელა შეცდომები დაუშვეს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, როგორი გონივრული და თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკა აწარმოვა საქართველოს ხელისუფლებამ და რამდენად სწორად მოხდა ყველა იმ საფრთხეების პრევენცია და გათვლა, რომელიც საქართველოს წინაშე იდგა“, - აღნიშნა გაბუნიამ.












