გიორგი გაბუნია ბენცის განცხადებაზე: ეს არის კიდევ ერთი კარგი მაგალითი და შესაძლებლობა საზოგადოებისთვის, რომ კარგად შეაფასოს, რა რისკები და საფრთხეები აიცილა ჩვენმა ქვეყანამ

გიორგი გაბუნია

ეს არის კიდევ ერთი კარგი მაგალითი და შესაძლებლობა საზოგადოებისთვის, რომ კარგად შეაფასოს, რა რისკები და საფრთხეები აიცილა ჩვენმა ქვეყანამ,- განაცხადა მედიასთან პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ.

დეპუტატი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის მაიკ ბენცის მიერ 2024 წლის პროტესტების შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.

„ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმის, რაზეც ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ვსაუბრობდით, რომ ადგილი აქვს და ჰქონდა ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში გარე ჩარევებს. ის ძალადობრივი ჯგუფები, რევოლუციის ხუთი მცდელობა, რომელიც ჩვენ ვნახეთ, აქტიურად ფინანსდებოდა უცხო ძალების მიერ და ეს იყო მიზანი იმისთვის, რომ ქვეყანაში ხელისუფლება ძალადობრივი გზით შეცვლილიყო. ეს არის კიდევ ერთი კარგი მაგალითი და შესაძლებლობა საზოგადოებისთვის, რომ კარგად შეაფასოს, რა რისკები და საფრთხეები აიცილა ჩვენმა ქვეყანამ“, - აღნიშნა გაბუნიამ.

როგორც ბენცმა აღნიშნა, 2024 წელს „უცხოური გავლენის კანონის“ წინააღმდეგ აქციებში ჩართული ადამიანები აშშ-ის წინა ადმინისტრაციის პერიოდში, მათ შორის USAID-ისა და NED-ის მეშვეობით ფინანსდებოდნენ. მისივე განმარტებით აშშ-ის ინტერესებში შედის, რომ სხვა ქვეყნებმა არ იცოდნენ, ვინ ფინანსდება აღნიშნული სტრუქტურების მიერ, რათა მათ შეუფერხებლად შეძლონ ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენა. ბენცი ასევე საუბრობს ორმაგ სტანდარტზე“ და აღნიშნავს, რომ მაშინ როცა ამერიკაში წლებია მოქმედებს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის კანონი, ვაშინგტონი სხვა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, მსგავსი კანონმდებლობის მიღებას