1749744057
გიორგი გაბიტაშვილს აქვს საკმაოდ კარგი გამოცდილება ძირითადად გენერალურ პროკურატურაში მაღალ თანამდებობებზე, აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია მისი ეს გამოცდილება გენერალური აუდიტორის პოზიციაზე - გურამ მაჭარაშვილი

გიორგი გაბიტაშვილს აქვს საკმაოდ კარგი გამოცდილება ძირითადად გენერალურ პროკურატურაში მაღალ თანამდებობებზე, აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია მისი ეს გამოცდილება გენერალური აუდიტორის პოზიციაზე, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
„ეს ის უწყებაა, რომელიც პრაქტიკულად ყველა სახელმწიფო ბიუჯეტის მქონე ორგანიზაციის ხარჯებს ამოწმებს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით კორუფციასთან ბრძოლაში“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
პარლამენტმა გენერალურ აუდიტორად გიორგი გაბიტაშვილი აირჩია.