ბიძინა ივანიშვილი Julius Baer-ს სასამართლოში უჩივის
1737360741
ერთიანად ნაცმოძრაობას თავისი სახელი არ დარქმევია, ჩვენ ვასრულებთ წინასაარჩევნო დაპირებას და საშემოდგომო სესიამდე შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, - განაცხადა „ქართული ოცნების" პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძემ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას.
„ჩვენ გვქონდა სხვადასხვა მცდელობა იმისა, რომ ამ რეჟიმს თავისი სახელი დარქმეოდა, თუმცა წარმატებული მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო, როდესაც გარკვეულმა თანამდებობის პირებმა აგეს პასუხი სხვადასხვა დანაშაულების გამო, თუმცა ერთიანად ნაცმოძრაობას თავისი სახელი არ დარქმევია. ასე რომ ჩვენ ვასრულებთ ჩვენს წინა საარჩევნო დაპირებას და საშემოდგომო სესიამდე შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული“, - აცხადებს ჩაკვეტაძე.
საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.