„გააკეთეთ ეს 26 მაისს ძილის წინ..." - რიტუალი ფულადი ნაკადის მოსაზიდად
1779647632
ეს არამხოლოდ დეზინფორმაციაა, არამედ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული მტრობაა,- ასე შეაფასა „ქრონიკასთან“ საუბრისას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ გიორგი კანდელაკის სტატია, სადაც წერია, რომ თბილისი ირანის მიერ აგენტების გადაბირებისა და ტერორისტული ოპერაციების ნაყოფიერ ნიადაგად იქცა.
გიორგი ჩაკვეტაძის თქმით, როდესაც შესაძლებელი იყო, საქართველოს საერთაშორისო მიმართულებით ჰქონოდა წარმატება, გიორგი კანდელაკი კი ყოველთვის ცდილობდა ამ ყველაფერზე ცუდი გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული.
„კონკრეტულად ის განცხადება, რაც გააკეთა, გარდა იმისა, რომ არის დეზინფორმაციული, გაჟღენთილია ტყუილებით და ემსახურება იმას, რომ საქართველოს რეპუტაცია დააზიანოს“, - აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.
„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, თბილისი ირანელი რეკრუტირებისა და ტერორისტული ოპერაციების ნაყოფიერ ნიადაგად იქცა, - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა The Washington Free Beacon სტატიას, რომლის ავტორი, ადამ კრედო, ოპოზიციის მხარდამჭერების - ჯო უილსონისა და ლუკ კოფის გარდა, ოპოზიციონერ გიორგი კანდელაკის განცხადებებსაც ეყრდნობა.
კანდელაკი აცხადებს, რომ ალ-მუსტაფას, რომელიც დონალდ ტრამპმა 2020 წელს ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, საქართველოში უნივერსიტეტის სამი კამპუსი აქვს.