გიორგი ბაჩიაშვილის გატაცების შესახებ ცნობები ქართულ დემოკრატიაზე დარტყმას წარმოადგენს - ჯინ შაჰინი

ჯინ შაჰინი

ლობიზმის შედეგი და მორიგი უსამართლო დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ - ასე აფასებს მმართველი გუნდი ჯინ შაჰინის განცხადებას, რომელმაც სოციალურ ქსელში საქართველოს შესახებ პოსტი გამოაქვეყნა.

"ქართველი ხალხის 200 დღიანი მამაცური საპროტესტო აქციების შემდეგ, "ქართული ოცნების" ტაქტიკა სულ უფრო ლაჩრული ხდება. გიორგი ბაჩიაშვილის გატაცების შესახებ ცნობები ქართულ დემოკრატიაზე დარტყმას წარმოადგენს. ანგარიშვალდებულების მიღწევის მიზნით ჩემს ძალისხმევას გავაგრძელებ, მათ შორის, ორპარტიული "მეგობარი აქტის" მიღებით", - დაწერა სენატორმა X-ზე.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ბაჩიაშვილი მძიმე დანაშაულშია მსჯავრდებული და როდესაც მისი დაკავება დემოკრატიაზე დარტყმად ფასდება, ეს პირდაპირ მიანიშნებს განცხადების ავტორის მიკერძოებაზე.