,,გიორგი ბაჩიაშვილი ორი სასამართლო ინსტანციის მხრიდან არის დამნაშავედ ცნობილი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბიტკოინების მითვისების საქმეში, თუმცა ის და მისი ოჯახი ძალისხმევას არ აკლებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაცია მოხდეს" - ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი

 უკვე მეორე დღეა, პოლიტიკური შეფასებების საგანია ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, თემო წიქვაძის მიერ გავრცელებული განცხადება. საუბარია გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილის მიმართ მიზანმიმართულ დისკრედიტაციის მცდელობაზე უცხოური მედიების საშუალებით.

საკითხი ეხება ბაჩიაშვილის მიერ ბიტკოინების მითვისებისა და ფულის გათეთრების საქმეზე გამოტანილ სასამართლო განაჩენს და მის ირგვლივ განვითარებულ პოლიტიკურ კამპანიას.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ბაჩიაშვილი უკვე დამნაშავედ არის ცნობილი და მისი ეს ქმედებები ივანიშვილის რეპუტაციას ვერ შელახავს.

"გიორგი ბაჩიაშვილი ორი სასამართლო ინსტანციის მხრიდან არის ბრალდებული და დამნაშავედ ცნობილი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბიტკოინების მითვისების საქმეში. ამის პარალელურად, გიორგი ბაჩიაშვილი და მისი ოჯახი ძალისხმევას არ აკლებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაცია მოხდეს როგორც ადგილობრივი მედიასაშაულებების, ისე უცხოური მედიასაშაუელბიების მეშვეობით. ერთადერთი, რაც დარჩენია საკუთარი თავის სამართლებლად, არის ასეთი უღირსი საქციელი", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი.