5 ძლიერი ლოცვა, რომელიც მხოლოდ 2 სიტყვისაგან შედგება
1748547198
გიორგი ბაჩიაშვილი დაკავებიდან მოყოლებული არაერთ ზღაპარს ჰყვება და ალბათ, გააგრძელებს ამ ზღაპრების მოყოლას, ის დამსახურებულად განთავსებულია იქ, სადაც უნდა იყოს, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, გიორგი ბაჩიაშვილი კრიმინალი და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩამდენია.
„ეს ადამიანი დაკავებიდან მოყოლებული არაერთ ზღაპარს ჰყვება და ალბათ, გააგრძელებს ამ ზღაპრების მოყოლას. მთავარია, რომ გამოძიება მიმდინარეობს, ამ ეტაპზე სუს-მა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რაც ჩავთვალეთ საჭიროდ. გამოძიება გრძელდება და ვინმეს თუ ამ ვერსიის დაჯერება უნდა, ეს მათი ნებაა. მთავარი აქ, რაც არის, კრიმინალი არის დაკავებული. ეს ადამიანი არის კრიმინალი, მან ფულის გათეთრება განახორციელა და ის მსჯავრდებულია ამ დანაშაულისთვის. განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩამდენია და დამსახურებულად განთავსებულია იქ, სადაც ის უნდა იყოს, ის მოიხდის სასჯელს. გარდა ამის, მას აქვს სხვა რამდენიმე ეპიზოდი, რომელთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს საქმის წარმოება. მთავარია, რომ ამ ადამიანს თმის ღერი არ ჩამოვარდნია დაკავების დროს. ის ვერ საუბრობს, რომ დაკავებისას მის მიმართ იძალადეს, შელახულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ა.შ. ეს არის ჩვენი სტანდარტი, ეს არის სტანდარტი, როგორც ვმოქმედებთ. დანარჩენი უნდა დაველოდოთ, მიმდინარეობს გამოძიება და კიდევ ბევრ საინტერესო დეტალს გაიგებთ, როდესაც ამის საჭიროება იქნება.
ჩვენ ოფიციალური განცხადება გავავრცელეთ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. ეს არის ამ ეტაპზე პირველი განცხადება, რაც მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, რომ გაგვევრცელებინა. უნდა დაველოდოთ გამოძიებას, ბევრი საინტერესო დეტალი გახდება ცნობილი. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მე ამ საკითხთან დაკავშირებით მეტ კომენტარს ვერ მოგცემთ. ჩემთვის, ისევე როგორც სუს-ისთვის პრიორიტეტულია გამოძიების ინტერესების დაცვა. ერთი, რაც ცნობილია, მას მისჯილი აქვს მითვისებისა და ფულის გათეთრებისთვის 11-წლიანი სასჯელი. რა თქმა უნდა, ის ამას მოიხდის სასჯელს. რაც შეეხება სხვა ეპიზოდებს, მათთან დაკავშირებით მიმდინარეობს საქმის წარმოება. მესმის, საზოგადოებას შეიძლება აინტერესებდეს, თუმცა ყველა საკითხთან დაკავშირებით უნდა დაელოდოთ გამოძიებას და ბევრი ნიუანსი გახდება ცნობილი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.