„სამწუხაროდ მოიმატებს…” - გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1747425595
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე ბიძინა ივანიშვილის შვილი, ცოტნე ივანიშვილი იმყოფება.
"გილოცავთ თქვენ და სრულიად საქართველოს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს. მოგეხსენებათ, უძველესი ისტორია აქვს ჩვენს საყვარელ საქართველოს. ვფიქრობ, მისი ისტორიის განმავლობაში, ესენციალური იყო, რომ საქართველოს შეენარჩუნებინა თავისი იდენტობა. მგონია, რომ ქართული იდენტობის შემადგენელი დამყარებულია ჩვენს სარწმუნოებაზე, ჩვენს სულისკვეთებასა და ოჯახის სიწმინდეზე. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, დავიცვათ ტრადიციები, პატივი ვცეთ ჩვენს მშობლებს, გვიყვარდეს ისინი და გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო, ვიზრუნოთ მის ნათელ მომავალზე - ჩვენი ტრადიციებისა და სულისკვეთების შენარჩუნებით", - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.
17 მაისს საქართველოში ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღე აღინიშნება. სამღვდელოება და მრევლი დღეს 10 დიდ ქალაქში იკრიბება. ოჯახის სიწმინდის დღე ქვეყანაში უკვე 11 წელია აღინიშნება. ის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 2014 წელს დააწესა.