გიგი უგულავა ხალხს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს: მინდა გთხოვოთ, რომ სამსახურებიდან ეს ერთი დღე შვებულება აიღოთ

გიგი უგულავა

გიგი უგულავა ხალხს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

„მინდა გთხოვოთ, რომ სამსახურებიდან ეს ერთი დღე შვებულება აიღოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ იმისთვის, რომ დავიცვათ კონსტიტუცია... ჩვენს მხარესაა კონსტიტუცია და სიმართლე. ჩვენ ვიბრძვით ევროპული მომავლისთვის, მათ მხარეს არის მხოლოდ გასამხედროებულად და ცახესებად გადაქცეული სპეცრაზმი და მხოლოდ ამის იმედად არიან ისინი. ამიტომ, ჩვენი სიმართლე ძალაშია, ვაპირებთ დავიძრათ აბსოლუტურად მშვიდობიანად და იმედი მაქვს, რომ პოლიცია ცოტა აზრზე იქნება, რომ იმ მშვიდობიან მოქალაქეებს, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, უხეშად არ მოექცევიან“- განაცხადა გიგი უგულავამ.