გიგი უგულავა ამერიკული „ფარას“ ზუსტადი ანალოგის გადმოტანაზე: არსებობს ორიგინალი და არსებობს იმისი ასლი, ამიტომ ორიგინალისგან ასლი ყოველთვის განსხვავდება

გიგი უგულავა

„ქართული ოცნების“ მიღებული ყველა კანონი არის რუსული კანონი. მისი [ფარა] ვერსია, , რომელსაც მიიღებს ქართული ოცნება, ხომ არსებობს ორიგინალი და არსებობს იმისი ასლი, ამიტომ ორიგინალისგან ასლი ყოველთვის განსხვავდება - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიგი უგულავამა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ინიციატივას ამერიკული „ფარას“ ზუსტი ასლის საქართველოში გადმოტანასთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, მმართველი გუნდი ამერიკული „ფარას“ პირდაპირი ასლის მიღებას გეგმავს. „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი კანონის ანალოგის ქართულ რეალობაში დანერგვა გააძლიერებს ქვეყნის სუვერენიტეტს და გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტებს დაამკვიდრებს.