პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ "ევროპული საქართველოს" ყოფილი ლიდერები გიგა ბოკერიას სთავაზობდნენ პოლიტიკიდან წასვლის სანაცვლოდ ფული აეღო.
„კეზერაშვილი ფულს აღარ მოგვცემს თუ ბოკერია არ გავაგდეთო და გიენებივით დაესიენ გიგას და ყველაფერი იკადრეს.
მანამდე გიგას სთავაზობდნენ ფული აიღე და წადიო - ეგეთი სამარცხვინო რამ აკადრეს უზნეო და უღირსმა ცეხავიკებმა“, - წერს ჩერგოლეიშვილი.
ამით ჩერგოლეიშვილი ზურაბ ჭიაბერაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს ხელისუფლების წინააღმდეგ.
ჭიაბერაშვილი ოპოზიციური ერთობის მთავარ აქტორად კვლავ "ნაციონალურ მოძრაობას" და მიხეილ სააკაშვილს მიიჩნევს.