ამინდი მკვეთრად იცვლება - უახლოესი დღეების პროგნოზი
1790584687
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ალბათ მიხეილ სააკაშვილისგან ბულინგს ვერ გაუძლო და შესაბამისად, პოლიტიკურ პატიმართა სიაში შეყვანის გადაწყვეტილება მიიღეს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.
„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და დღესაც ვიტყვი, რომ ჩვენთვის სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის, ისევე როგორც, ჩვენთვის პოლიტპატიმარი არ არის ღარიბაშვილი. ახლა რატომ ღებულობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, მისი გადასაწყვეტია-“,- განაცხადა ფარულავამ.
ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გაავრცელა განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილი მათ მიერ შედგენილ პოლიტიკურ პატიმართა სიაში იქნება შეყვანილი. ორგანიზაციის შეფასებით, „ე.წ. პიჯაკების საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი დაუსაბუთებელი და უსამართლოა, ხოლო მიმდინარე საქმეებზე მის მიმართ წარმართული სამართალწარმოება პოლიტიკურად მოტივირებულია, რის გამოც სააკაშვილი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1900 (2012) რეზოლუციის მიხედვით, აკმაყოფილებს პოლიტიკური პატიმრისთვის განსაზღვრულ (5-დან 4) კრიტერიუმს“.
ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ პატიმართა ანალოგიური სია ადრეც მოამზადა, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი შეყვანილი არ იყო. ორგანიზაციის აღნიშნული გადაწყვეტილება მაშინ მიხეილ სააკაშვილმა გააკრიტიკა.