კატები შესაძლოა ადამიანებში კიბოს მკურნალობის გასაღებს ფლობდნენ
1772131887
სამწუხაროდ, „იმედი“ ბოლო წლებში თავისუფალ სიტყვას და თავისუფალ მედიას არ წარმოადგენს, „იმედის“ და „პოსტივის“ სახით დიდი ბრიტანეთის მხრიდან „ოცნების“ პიარსამსახურის, პროპაგანდისტული მანქანის დასანქცირება მოხდა, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიგა ფარულავამ განაცხადა.
კითხვაზე, გამოსავალი რაში მდგომარეობს, რა ნაბიჯები შეიძლება, გადაიდგას, მათ შორის პრემიერმაც თქვა რომ ამ მედიებს პრობლემები არ შეექმნებათ
„შეგახსენებთ ფარცხალაძესთან მიმართებაში სანქციებისთვის თავის არიდება რომ მომხდარიყო, „ოცნებამ“ და ეროვნულმა ბანკმა რა გზებს მიმართეს. „ოცნებას“ საკუთარი კორუმპირებული გზებით ნაშოვნი ფულის, მათ შორის ქოლცენტრების გზით, ბიტკოინების გადარჩენის გარდა არაფერი აინტერესებს. არ გამოვრიცხავ, ამ მიმართულებით ეროვნულ ბანკს მორიგ ჯერზე დაავალოს, კონკრეტული მოთხოვნები დაუწესოს, რომ „იმედსა“ და „პოსტივის“ ჰქონდეთ სანქციის გვერდის ავლის საშუალებები. პრემიერი და ხელისუფლება მზად არიან, ცალკე ბანკი შექმნან, რომ „იმედსა“ და „პოსტივის“ სანქციების გვერდის ავლის გზები ჰქონდეს. მზად არიან, პირადი ინტერესის გამო სახელმწიფო ინტერესები დააზიანონ, მათ შორის როდესაც ამბობენ, რომ ახალი ბანკი შეიქმნება და ამ კონკრეტულ მედიებს გვერდის ავლის შესაძლებლობა ექნებათ. ბუნებრივია, ამით საბანკო სექტორსაც, ეროვნულ ბანკსაც დიდი დარტყმის ქვეშ აყენებენ“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.