გია ვოლსკი: რუსეთი სამხრეთ კავკასიაში პოზიციას იძლიერებს და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მომავალი „არჩევნები“ ერთ-ერთი ინდიკატორი იქნება

გია ვოლსკი

რუსეთი სამხრეთ კავკასიაში პოზიციას იძლიერებს და დე ფაქტო პრეზიდენტის მომავალი „არჩევნები“ ერთ-ერთი ინდიკატორი იქნება იმის, რომ რუსეთმა გაიძლიეროს პოზიციები სამხრეთ კავკასიაში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიოში პოლიტიკური კონიუქტურა იცვლება.

„მსოფლიოში პოლიტიკური კონიუქტურა იცვლება, ძალთა გადანაწილება მიმდინარეობს და ეს არ არის მხოლოდ აფხაზეთისა და საქართველოს თემა, რუსეთი სამხრეთ კავკასიაში პოზიციას იძლიერებს და დე ფაქტო პრეზიდენტის მომავალი „არჩევნები“ ერთ-ერთი ინდიკატორი იქნება იმის, რომ რუსეთმა გაიძლიეროს პოზიციები სამხრეთ კავკასიაში, მაგრამ არც აფხაზები აინტერესებთ, არც ქართველები, მათ თავიანთი ინტერესები აქვთ, რასაც მიჰყვებიან და წარმატებით განახორციელეს სააკაშვილის მმართველობის პერიოდში. ახლა ცდილობენ, რომ თავიანთი გავლენა და ძალა დაანახონ აფხაზურ საზოგადოებას“, – განაცხადა ვოლსკიმ.