კანის კიბოს 5 ნიშანი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ
1729544903
ეს არჩევნები და ეს დღე საერთოდ იყო ეგზისტენციალური დღე საქართველოსთვის, - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის აქ, არის ის, რომ ქართველმა ადამიანმა შეაფასა თავისი მდგომარეობა.
„მე ვიცი ისეთი ადამიანები, ვინც აძლევდნენ ხმას სხვა პარტიებს, მივიდნენ და „ოცნება“ შემოხაზეს, იმდენად თვითგადარჩენის ინსტინქტი აქვთ ჩართული. დღევანდელი სიტუაცია არის თვითგადარჩენის ინსტინქტი, მე ასე დავარქმევდი ამას, იმიტომ, რომ საერთოდ ახალი მოცემულობა იწყება, ახალი მდგომარეობა იწყება.
მსოფლიოში, რომ გადახედო, ერთადერთი შეიძლება არა, მაგრამ ერთ-ერი ქვეყანა, რომელიც შეიძლება დარჩეს მშვიდობის კუნძულად, შევინარჩუნოთ მდგომარეობა, ყოველ შემთხვევაში ამ რეგიონში მაინც, არის საქართველო და ამას ძალიან კარგად ხედავს ეს ხალხი. იმის მიუხედავად, რომ რაღაც მომენტებში ძალიან არ მოსწონდათ, მაინც მივიდნენ და შემოხაზეს, იმდენად დიდი იყო საფრთხე ეგზისტენციალური, მშვიდობის საფრთხე.
ეს მხოლოდ დღევანდელი სიტუაცია არ არის. ეს ჯიშში უნდა იჯდეს, ჯილაგში უნდა იჯდეს, რომ ამას მიხვდე, კარგად აწონ-დაწონო, მიხვიდე და ის არჩევანი გააკეთო, რაც შენ კი არა, შენს ქვეყანას სჭირდება დღეს. ეს მოხდა ზუსტად“, - აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ.