გია აბაშიძე: თეთრი წყაროს მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ 12 საარჩევნო უბნის შედეგები გააბათილა - "ნაცების" ხანმოკლე შავბნელი დავალება შესრულებულია

გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება თეთრი წყაროს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც 12 საარჩევნო უბნის შედეგები გააბათილა, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილება მან არა კანონის ენით, არამედ, ოპოზიციურად განწყობილი მეუღლის - ელზა გურგენიძის გავლენით მიიღო.

აბაშიძის განცხადებით, „ნაცების“ ხანმოკლე შავბნელი დავალება შესრულებულია. “თეთრი წყაროს მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ 12 საარჩევნო უბნის შედეგები გააბათილა, თურმე ბიულეტენებით ხმის ფარულობა არ იყო დაცული. "ნაცსივრცეში" ის ე.წ. "გმირია".

რასაკვირველია, მოსამართლე ხუჭუას ამ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო სასამართლო იმსჯელებს, ეს ჩვეული პროცესია. თანდართული "სქრინები" და ვიდეო სოცქსელში ვლადიმერ ხუჭუას მეუღლის, ელზა გურგენიძის ტოქსიკური გზავნილებია და ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ თეთრი წყაროს მოსამართლემ ხუჭუამ კანონის ენით მიიღო გადაწყვეტილება? "ნაცების" ხანმოკლე შავბნელი დავალება შესრულებულია და ეს მოსალოდნელიც იყო, რომ მსგავსი ავაზაკობა მოხდებოდა. თუმცა, დემოკრატიული არჩევნებზე თავდასხმა მაინც ფუჭია რევანშისტებისთვის, საიდანაც არ უნდა დაარტყან დეზინფორმაციითა და მანიპულაციით გამართულ საარჩევნო სისტემას,”- წერს გია აბაშიძე.