გია აბაშიძე: სტეფანჩუკისაგან გამოჩნდა პირველი იმედისმომცემი ნიშნები ურთიერთობის ნორმალიზაციის პროცესში - ეტყობოდა გაითვალისწინეს ოფიციალური თბილისის გულწრფელი შეშფოთება

gia abashidze

ჩვენი ხელისუფლება პრინციპულად რომ დაუდგა უსაფუძვლო, დაუმსახურებელ კრიტიკას, ამან შედეგი გამოიღო. ამ ეტაპზე, ფრთხილი ოპტიმიზმი. ყოჩაღ „ქართული ოცნების“ გუნდს კიევის უსამართლო კრიტიკაზე ამგვარი პოზიციონირებისთვის!“- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

„საქართველოს პოლიტიკური ლიდერების განცხადებებიდან გამოჩნდა, რომ არაერთხელ უსაუბრიათ უმაღლესი რადის თავმჯდომარესთან რუსლან სტეფანჩუკთან. დიდი ალბათობით, სხვა უკრაინელ კოლეგებთანაც. 12 აპრილს, „იმედისადმი“ მიცემულ ინტერვიუში, სტეფანჩუკისაგან გამოჩნდა პირველი იმედისმომცემი ნიშნები ურთიერთობის ნორმალიზაციის პროცესში. უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის გზავნილები შეცვლილი იყო. ეტყობოდა, რომ გაითვალისწინეს ოფიციალური თბილისის გულწრფელი შეშფოთება. გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კიევმა არასასურველ სტუმრად გამოაცხადა. და ჩვენი ხელისუფლება პრინციპულად რომ დაუდგა უსაფუძვლო, დაუმსახურებელ კრიტიკას, ამან შედეგი გამოიღო. ამ ეტაპზე, ფრთხილი ოპტიმიზმი. ყოჩაღ "ქართული ოცნების" გუნდს კიევის უსამართლო კრიტიკაზე ამგვარი პოზიციონირებისთვის! მშვიდობა უკრაინას! მშვიდობა საქართველოს! მშვიდობა მსოფლიოს!“- წერს გია აბაშიძე.