პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
შეკითხვა სასოწარკვეთილ სააკაშვილსა და მის სექტას - "ნაცების" მილიონერთა სამარცხვინო ბანაკიდან ქმედითად ვინ რით დაეხმარა მეგობარ უკრაინას? ვგულისხმობ ქართული წარმომავლობის რუს ბიზნესმენს, კობა ნაყოფიას, ქართული ჯარიდან მოპარული რესურსებით გამდიდრებულ დავით კეზერაშვილს, მედიკამენტების სპეკულანტურ ფასებში გადამყიდველ კახა ოქრიაშვილს, სერტიფიცირებულ თაღლითებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ასევე ტელეკომპანია „იბერიის“ თანამშრომლებისაგან ხელფასების მომპარავ ზაზა ოქუაშვილს, მის მეუღლეს ნატო ჩხეიძეს და სხვა მრავალს დესტრუქციულთა კონგლომერატიდან, როდის და რით დაეხმარნენ ხსენებული სექტის სუბიექტები საქართველოს პანდემიის მძვინვარებისას, წყალდიდობით დაზარალებულ თბილისს 2015 წელს და სხვა დროს, როცა ქვეყანას ძალიან უჭირდა?.. - ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში სააკაშვილის ფეისბუქ სტატუსს ეხმიანება, სადაც იგი ამბობს, რომ დედამისის „საქართველოს უნივერსიტეტმა“ უკრაინის დასახმარებლად მილიონი ლარი გადარიცხა.
როგორც გია აბაშიძე წერს, ობიექტური რეალობა ასეთია - ივანიშვილების ოჯახმა საქართველოს სამ მილიარდ დოლარზე მეტი დაახარჯა, სააკაშვილის რეჟიმმა კი, საქართველოს მილიარდები მოჰპარა, ნაცსექტისგან სხვა უამრავი ადამიანური ზარალის მიყენება კი, ფულად ერთეულებში ვერ იზომება.
„შეკითხვა სასოწარკვეთილ სააკაშვილსა და მის სექტას - "ნაცების" მილიონერთა სამარცხვინო ბანაკიდან ქმედითად ვინ რით დაეხმარა მეგობარ უკრაინას? ვგულისხმობ ქართული წარმომავლობის რუს ბიზნესმენს, კობა ნაყოფიას, ქართული ჯარიდან მოპარული რესურსებით გამდიდრებულ დავით კეზერაშვილს, მედიკამენტების სპეკულანტურ ფასებში გადამყიდველ კახა ოქრიაშვილს, სერტიფიცირებულ თაღლითებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ასევე ტელეკომპანია „იბერიის“ თანამშრომლებისაგან ხელფასების მომპარავ ზაზა ოქუაშვილს, მის მეუღლეს ნატო ჩხეიძეს და სხვა მრავალს დესტრუქციულთა კონგლომერატიდან.
როდის და რით დაეხმარნენ ხსენებული სექტის სუბიექტები საქართველოს პანდემიის მძვინვარებისას, წყალდიდობით დაზარალებულ თბილისს 2015 წელს და სხვა დროს, როცა ქვეყანას ძალიან უჭირდა?..
ობიექტური რეალობა ასეთია - ივანიშვილების ოჯახმა საქართველოს სამ მილარდ დოლარზე მეტი დაახარჯა, სააკაშვილის რეჟიმმა კი, საქართველოს მილიარდები მოპარა! ნაცსექტისგან სხვა უამრავი ადამიანური ზარალის მიყენება კი, ფულად ერთეულებში ვერ იზომება.
საქართველოს ხელისუფლება რომ ყველა შესაძლებლობის ფარგლებში სოლიდარულია უკრაინისადმი, ამას ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც მუდმივად საჯაროდ აცხადებენ. Loser-ი სააკაშვილის იაფფასიანი დამუნათების მცდელობა კი, რჩება მისი მარგინალი ადეპტების bubble-ში“ - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.