წვიმა, ელჭექი, სეტყვა - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
1757330129
სახელმწიფოების მრავალწახნაგოვან შეფასებებზე მუშაობენ ექსპერტები, რომლებიც უსინდისო ევროკრატიის სპიკერებისგან განსხვავებით, აქვეყნებენ უტყუარ მოცემულობას - მთავრობის ეფექტიანობის გაუმჯობესებით საქართველო XXI საუკუნის ტოპ სამეულშია, ეს შეფასების ახალი ისტორიული მაქსიმუმია - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
აბაშიძე ასევე აღნიშნავს, რომ საქართველო მთავრობის ეფექტიანობის ხანგრძლივი გაუმჯობესებით XXI საუკუნის საუკეთესო სამეულშია. რაც შეეხება მთავრობის ეფექტიანობის შეფასების წლიურ პროგრესს, საქართველოს შეფასება ერთ წელიწადში 5,2 პუნქტით გაუმჯობესდა და პროგრესის ამ ტემპით ევროპაში მესამე ადგილზეა.
„სახელმწიფოების მრავალწახნაგოვან შეფასებებზე მუშაობენ ექსპერტები, რომლებიც უსინდისო ევროკრატიის სპიკერებისგან განსხვავებით, აქვეყნებენ უტყუარ მოცემულობას - მთავრობის ეფექტიანობის გაუმჯობესებით საქართველო XXI საუკუნის ტოპ სამეულშია; ეს შეფასების ახალი ისტორიული მაქსიმუმია. დიდი კონტენტ-ანალიტიკოსობა არ ესაჭიროება იმ ვითარებას, როცა საქართველოზე ინდექსების შედგენაში საერთაშორისო ანალიტიკოსები ეყრდნობიან ფაქტებს, ხოლო ჩვენს დამუნათებაში აგენტოკრატია - მრუდე აღქმებს.
აღსანიშნავია, რომ გლობალური მმართველობის ინდიკატორების 2024 წლის გამოშვების ფარგლებში მთავრობის ეფექტიანობის ინდექსს აქვეყნებს თვით ევროკომისია. კვლევა მსოფლიოს 213 ქვეყნისა და ტერიტორიის შეფასებას მოიცავს. საქართველოს მთავრობამ შეფასების 100-პროცენტიანი სისტემით, ახალი ისტორიული მაქსიმუმი - 77,8% მიიღო და 50 საუკეთესოს შორის მოხვდა.
ხაზგასასმელია, რომ საქართველო მთავრობის ეფექტიანობის ხანგრძლივი გაუმჯობესებით XXI საუკუნის საუკეთესო სამეულშია. რაც შეეხება მთავრობის ეფექტიანობის შეფასების წლიურ პროგრესს, საქართველოს შეფასება ერთ წელიწადში 5,2 პუნქტით გაუმჯობესდა და პროგრესის ამ ტემპით ევროპაში მესამე ადგილზეა.
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ამ კვლევას მსოფლიო ბანკი აწარმოებს გლობალური მმართველობის ინდიკატორების ფარგლებში. კვლევა თავს უყრის 30-ზე მეტი ანალიტიკური ცენტრის, საერთაშორისო ორგანიზაციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო ფირმების მონაცემებს მთელ მსოფლიოში, შერჩეულს სამი ძირითადი კრიტერიუმის საფუძველზე: 1) ისინი დამზადებულია სანდო ორგანიზაციების მიერ; 2) ისინი აწვდიან შესადარებელ მონაცემებს ქვეყნებს შორის; და 3) ისინი რეგულარულად განახლდება. მონაცემები ასახავს მსოფლიოს მასშტაბით მრავალი დაინტერესებული მხარის, მათ შორის ათიათასობით გამოკითხული რესპონდენტისა და ექსპერტის შეხედულებებს.“ - წერს აბაშიძე.