გია აბაშიძე ეუთო/ოდირის დასკვნაზე: რადიკალების დროებითი ჟრიამული რაღაც "არნახულ ნეგატივზე" დროებითია და დასკვნის სკრუპულოზურად გაცნობის შემდეგ, შეიცვლება მათი გლოვით

გია აბაშიძე

რადიკალების დროებითი ჟრიამული რაღაც „არნახულ ნეგატივზე“ დროებითია და დასკვნის სკრუპულოზურად გაცნობის შემდეგ, შეიცვლება მათი გლოვით, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრემიერ-მინისტრის განცხადებას, სადაც მადლობას უხდის ეუთო/ოდირს, რომელმაც მიუხედავად თავდასხმებისა, სათანადოდ შეაფასა საპარლამენტო არჩევნები და რომ გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოს შემდგომი გაუმჯობესებისათვის.

მისივე თქმით, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსესა და ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშების გაცნობის შემდეგ, თანდათან დაიწყება დასავლეთის ცალკეულ "გაბუტულ" ლიდერთა ჯერ მოკრძალებული, ხოლო 20 იანვრის შემდეგ, თანამშრომლობის გაგრძელების აქტიური გზავნილები.

„20 დეკემბერი დიდი დარტყმაა მილევადი ნაცოპოზიციისთვის - ევროსაბჭოს გენმდივნის შემაჯამებელი პრესკონფერენციის გზავნილები და ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა არჩეულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის სურვილით.

რადიკალების დროებითი ჟრიამული რაღაც „არნახულ ნეგატივზე" დროებითია და დასკვნის სკრუპულოზურად გაცნობის შემდეგ, შეიცვლება მათი გლოვით.

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსესა და ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშების გაცნობის შემდეგ, თანდათან დაიწყება დასავლეთის ცალკეულ „გაბუტულ" ლიდერთა ჯერ მოკრძალებული, ხოლო 20 იანვრის შემდეგ, თანამშრომლობის გაგრძელების აქტიური გზავნილები", - წერს გია აბაშიძე.