ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
საქართველოს ხალხი (თითქმის 90%) მიესალმება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ საქართველოს განაცხადს ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მისაღებად. არ იქნება მცდარი თუკი დავწერ, რომ პროევროპულობის ასეთი დიდი მაჩვენებელი თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც არ არის - ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GORBI-ს მიერ ჩატარებულ კველვას ეხმიანება.
როგორც ანალიტიკოსი წერს, სასიხარულოა, რომ სამი მავნებელი ტელეარხის ნდობის საერთო რეიტინგი 1/5-მდე დაეცა.
„აშკარაა, რომ დასავლელ პარტნიორებთან უნისონში მყოფი საქართველოს მთავრობის პრაგმატულ ნაბიჯებს უკრაინაში რუსულ აგრესიაზე, დადებითად აფასებს ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი. ამასთან, საქართველოს ხალხი (თითქმის 90%) მიესალმება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ საქართველოს განაცხადს ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მისაღებად. არ იქნება მცდარი თუკი დავწერ, რომ პროევროპულობის ასეთი დიდი მაჩვენებელი თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც არ არის.
ამ რთულ დროს, ანტისახელისუფლებო აქციებსაც არ ემხრობა უმრავლესობა (63.5%), მათ შორის მმართველი პარტიისადმი ოპოზიციურად განწყობილნიც.
ამას ამბობს „იმედის“ დაკვეთით GORBI-ს მიერ ჩატარებული ბოლო კვლევა. სასიხარულოა, რომ სამი მავნებელი ტელეარხის ნდობის საერთო რეიტინგი 1/5-მდე დაეცა.