გია აბაშიძე: ამერიკელ კონსერვატორთა ყოველწლიურ კონფერენციაზე ვიცე-პრეზიდენტმა მორიგ ჯერზე ამხილა და გააკრიტიკა ფარისეველი ევროკრატები

gia abashidze

ჯეი დი ვენსი: გერმანიის მთლიან თავდაცვას სუბსიდირებას უწევენ აშშ-ის გადასახადის გადამხდელები. გერმანიაში იმყოფება ათასობით ამერიკელი ჯარისკაცი. როგორ გგონიათ, ამერიკელი გადამხდელები დაუჭერენ იმას მხარს, რომ გერმანიაში აპატიმრებენ "ტვიტერში" დაწერილი ტექსტის გამო? რასაკვირველია, არა! მე მჯერა, რომ გვყავს ევროპელი მეგობრები, ამას იზიარებს პრეზიდენტი ტრამპიც და მსურს მათ ვუთხრა - მეგობრობა ეფუძნება საერთო ღირებულებებს!ჩვენ ვერ გვექნება საერთო ღირებულებები, როცა აპატიმრებენ ადამიანს, რომელმაც თქვა, რომ უნდა დაიხუროს მისი ქვეყნის საზღვრები! ჩვენ ვერ გვექნება საერთო ღირებულებები, როცა აუქმებენ არჩევნების შედეგებს რუმინეთში, როცა არ მოეწონათ საბოლოო შედეგი! ვერ გვექნება საერთო ღირებულებები, როცა ისე ეშინიათ საკუთარი ხალხის, რომ მათ აჩუმებენ!მოდით, ვიქონიოთ საერთო ღირებულებები, დავიცვათ დემოკრატია, ვიქონიოთ გამოხატვის თავისუფლება არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ მთლიანად დასავლურ სამყაროში. ეს გახლავთ გზა უფრო ძლიერი ალიანსებისკენ ევროპაში! - წერს გია აბაშიძე.