რას მოუტანს 17 აპრილის ახალმთვარეობა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს - ასტროლოგის პროგნოზი
1776285706
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, თურქეთში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 152-ე ასამბლეაზე ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრას გამართავს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთანაც.
სამხარაძის თქმით, შეხვედრაზე დელეგაციის წევრები ისაუბრებენ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს შესახებ არსებულ ინფორმაციაზე.
კერძოდ, საუბარია იმის შესახებ, რომ გერმანიის საგარეო უწყების მონაცემები საქართველოსთან დაკავშირებით არ ახლდება, სალომე ზურაბიშვილი ისევ პრეზიდენტადაა მოხსენიებული, თუმცა მონაცემები შეცვლილია სირიის შემთხვევაში.
„ჩვენ დღეს პარლამენტში გვექნება შეხვედრა მათ შორის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანთან და რა თქმა უნდა, ამ საკითხს კიდევ ერთხელ დავაყენებთ. იცით, რომ საქართველოს საგარეო უწყებას ნოტა აქვს გაგზავნილი და საინტერესოა, რა პასუხი ექნებათ. ვებგვერდზე ინფორმაციის შეცვლას 30 წამი სჭირდება. არ მგონია, ეს იყოს ტექნიკური ხარვეზი. იმედია, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ამ კითხვაზე პასუხს გაგვცემს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.