,,ბოლო კვლევებმა ცოტა შეგვაშინა... დღეს მოგვივიდა პასუხები“ - ნინი ქარსელაძე
1761249403
გერმანიის ეკონომიკის მინისტრი კატერინა რაიხი კიევში ჩავიდა.
უკრაინაში ვიზიტისას, კატერინა რაიხმა ხაზი გაუსვა ბერლინის ძალისხმევას, დაეხმაროს უკრაინას ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში მას შემდეგ, რაც რუსეთის ბოლოდროინდელმა თავდასხმებმა ელექტროქსელი მნიშვნელოვნად დააზიანა.
„უკრაინა ომის მეოთხე ზამთარს იწყებს, რუსეთმა გააძლიერა თავდასხმები უკრაინის ენერგომომარაგებაზე, რაც ზამთარში ელექტროენერგიისა და გათბობის მიწოდებას მასიურად უქმნის საფრთხეს“, – განაცხადა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა.
გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ რეკონსტრუქციისა და ენერგომომარაგების უზრუნველსაყოფად სასწრაფოდ არის საჭირო დახმარება და პირობა დადო, რომ ვიზიტის დროს შეისწავლის, თუ როგორ შეუძლია გერმანიას ამ სფეროში უფრო კონკრეტული და უკეთესი მხარდაჭერის გაწევა.