1779737742
გერმანია მხარს უჭერს ყველას, ვინც თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოსკენ ისწრაფვის - პეტერ ფიშერი
საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სოციალური ქსელის მეშვეობით მიულოცა.
ელჩის თქმით, გერმანია მხარს უჭერს ყველას, ვინც თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოსკენ ისწრაფვის.
"1918 წლის 26 მაისი საფუძვლად დაედო ქართველი ხალხის მისწრაფებას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ. დღეს, როგორც მაშინ, გერმანია მხარს უჭერს ყველას, ვინც თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოსკენ ისწრაფვის. გულითადად ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!", - დაწერა ფიშერმა.










