როგორი ამინდი იქნება აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისში - სინოპტიკოსის პროგნოზი
1787264883
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გეკა გელაძემ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსს, ქრისტინე გრიგორიანს უმასპინძლა.
სუს-ის ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ორი უწყების ხელმძღვანელმა პირებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს, რომლის დროსაც საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებული მტკიცე მეგობრული ურთიერთობები და მისი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
ხაზი გაესვა საერთაშორისო უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის პროცესში ორი ქვეყნის დაზვერვისა და უსაფრთხოების სტრუქტურებს შორის კონსტრუქციული დიალოგისა და მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.
ქრისტინე გრიგორიანმა ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა გულთბილი მასპინძლობისთვის და პრიორიტეტული მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ქრისტინე გრიგორიანი, დელეგაციასთან ერთად, დაზვერვის სააგენტოს ეწვია და ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.