გაუგებარია, როდესაც დავით არახამია ყოველგვარი ფაქტების, მტკიცებულებების გარეშე საუბრობს საქართველოზე, რომ სახელმწიფოში ირღვევა სანქციების რეჟიმი - გრიგოლ ვაშაძე

გრიგოლ ვაშაძე

გაუგებარია, როდესაც უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერი, დავით არახამია ყოველგვარი ფაქტების, მტკიცებულებების გარეშე საუბრობს საქართველოზე, რომ სახელმწიფოში ირღვევა სანქციების რეჟიმი, - ამის შესახებ დამოუკიდებელი დეპუტატის გრიგოლ ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ვაშაძე აცხადებს, იგი საქართველოს მოკავშირეებთან ყველა შეხვედრაზე სვამს ერთ შეკითხვას, სანქციების დარღვევის ფაქტი კი არა, მცდელობის ფაქტი თუ იყო, რაზეც მისი თქმით, კატეგორიულ უარს იღებს.

„როდესაც ყოველგვარი ფაქტების, მტკიცებულებების გარეშე საუბრობს საქართველოზე, რომ ჩვენს სახელმწიფოში ვითომ ირღვევა სანქციების რეჟიმი, პუტინთან დაახლოებული პირები გვყავს, ამავე დროს, აბრამოვიჩი მამა აბრამის ბატკანია და საქმე არ აქვს პუტინთან, რუსეთის ფედერაციასთან, ჩემთვის ეს ცოტა გაუგებარია. სიმართლე გითხრათ, ეს ჩვენს მოკავშირეობას არ შეეფერება.

ჩვენს მოკავშირეებთან ყველა შეხვედრაზე (მათი სადაზვერვო შესაძლებლობები საზოგადოებას მშვენივრად მოეხსენება) ვსვამ ერთ შეკითხვას, სანქციების დარღვევის ფაქტი კი არა, მცდელობის ფაქტი თუ იყო, რაზეც ვიღებ კატეგორიულ არას. ღმერთმა დაიფაროს, როდესაც იქნება, ამაზე ლაპარაკს ვერავინ დამასწრებს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.