1735070054
გასაჯაროვდა იმ ადამიანების სიები, რომლებიც ებრძოდნენ რუსეთს და ის რომ დღეს რუსეთის დროშა არ ფრიალებს საქართველოში, მათი დამსახურებაა - ისინი აღმოჩნდნენ იმ ადამიანების ბულინგის ქვეშ, ვინც 2008 წელს ჩვენს ჯარს უღალატა - ვლადიმერ ბოჟაძე
გასაჯაროვდა იმ ადამიანების სიები, რომლებიც ებრძოდნენ რუსეთს და ის, რომ დღეს რუსეთის დროშა არ ფრიალებს საქართველოს თავზე, ამ ადამიანების დამსახურებაა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ. იგი სამართალდამცველების მიმართ გაჩაღებულ ბულინგის კამპანიას გამოეხმაურა.
„პერსონალური ინფორმაციის გაცემა დარეგულირებულია კანონმდებლობით და მისი დამუშავება, გამოქვეყნება არის სისხლის სამართლის დანაშაული. გასაჯაროვდა იმ ადამიანების სიები, რომლებიც ებრძოდნენ რუსეთს და ის, რომ დღეს რუსეთის დროშა არ ფრიალებს საქართველოს თავზე, ამ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც გმირულად იბრძოდნენ მათ შორის 2008 წელს. ახლაც, ამ დღეებში იცავდნენ არა ხელისუფლებას, არამედ კონსტიტუციას, საკონსტიტუციო ორგანოებს. ისინი აღმოჩნდნენ იმ ადამიანების ბულინგის ქვეშ, ვინ 2008 წელს წითელ ხიდზე დარბოდა, ვინც ჩვენს ჯარს უღალატა“, - განაცხადა ბოჟაძემ.
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1735050074