,,გასაგებია ,,ნაცმოძრაობის" შიში ნებისმიერ ექსტრადიციასთან დაკავშირებით, თუმცა, სამართალი უნდა აღსრულდეს" - ირაკლი კობახიძე გერონტი ალანიას ესტრადირებაზე

კობახიძე

,,აბსოლუტურად გასაგებია ,,ნაცმოძრაობის" შიში ნებიემიერ ექსტრადიციასთან დაკავშირებით, თუმცა, სამართალი უნდა აღსრულდეს, იმედი გვაქვს, რომ გერმანული სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს", - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ,,ნაცმოძრაობის" წერილის კომენტირებისას, რომლის თანახმად, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები მიუნხენის უმაღლეს რეგიონულ სასამართლოს სთხოვენ, უარი თქვას სანდრო გირგვლიანის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის, გერონტი ალანიას საქართველოში ექსტრადირებაზე.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ,,ნაცმოძრაობა" იმავეს აკეთებდა მეგის ქარდავას და სხვა კრიმინალების შემთხვევაში, მათ შორის, იმ მიზეზის გამოც, რომ მათ ეშინიათ, ვიღაცებმა რაღაცები არ ილაპარაკონ.

„ისინი იმავეს აკეთებდნენ მეგის ქარდავას შემთხვევაში, სხვა კრიმინალების შემთხვევაში, მათ შორის იმ მიზეზის გამოც, რომ მათ ეშინიათ, ვიღაცებმა რაღაცები არ ილაპარაკონ. მათ ერთად აქვთ ჩადენილი უამრავი დანაშაული, აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად გასაგებია მათი შიში ნებიემიერ ექსტრადიციასთან დაკავშირებით, თუმცა, სამართალი უნდა აღსრულდეს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გერმანული სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.