სპეცოპერაცია სასაფლაოზე! - ვაკეში, მოკლული ბიზნესმენის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
1742241765
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი.
მომხსენებლის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძის განმარტებით, კანონპროექტის მიღებით შეიქმნება სამართლებრივი მექანიზმი იმისათვის, რომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მიღებით დაინტერესებულმა პირებმა ლიცენზია მიიღონ უფრო მოკლე ვადაში, ვიდრე ეს მოქმედი რეგულაციებით არის შესაძლებელი. კანონპროექტი უზრუნველყოფს არამიზნობრივი დროის ოპტიმიზაციას.
ასევე, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს აუქციონის გამართვისათვის საჭირო დროის დიფერენცირებას სასარგებლო წიაღისეულის სახეობების მიხედვით (სამთო-ქიმიური ნედლეულის, არამადნეული ნედლეულის, საშენი მასალების მოსაპოვებლად).
წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, არსებული დიფერენცირება აღარ იარსებებს და სასარგებლო წიაღისეულის ყველა სახეობასთან მიმართებაში ვადა განისაზღვრება ლიცენზიების გამცემის მიერ. აუქციონის ვადას განსაზღვრავს თავად ლიცენზიის გამცემი, რაც ხელს შეუწყობს დაინტერესებულ მეწარმეთა ინტერესების მხარდაჭერას.
მომხსენებლის თქმით, აღნიშნული ცვლილებით პროცესი უფრო მოქნილი გახდება, ვინაიდან ინფორმაციის გამოქვეყნება ელექტრონულად ხდება და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მარტივად მოიძიოს ინფორმაცია აუქციონის გამართვის თაობაზე.
პროექტს ასევე ახლავს რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.