LIVE: სპეციალური ბრიფინგი სუსში
1779444131
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პირველი მოსმენით იმსჯელა.
საკითხი განსახილველად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა.
ცვლილებების მიზანია 3 კგ ან 3 კგ-ზე მეტ, მონრეალის ოქმით გათვალისწინებულ ნივთიერებაზე მომუშავე სტაციონარული მოწყობილობის მფლობელი არამეწარმე ფიზიკური პირების გათავისუფლება ელექტრონული ჟურნალის წარმოებისა და მოწყობილობის ჟონვაზე შემოწმების ვალდებულებისგან. ამასთან, საჯარო დაწესებულებებს შესაძლებლობა მიეცემათ, თავად გაიარონ სერტიფიცირება და საკუთარი მოწყობილობების ტექნიკური მომსახურება უზრუნველყონ.
მინისტრის მოადგილემ კომიტეტის სხდომაზე ასევე პირველი მოსმენით წარადგინა „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, რომელიც გარდაბნის აღკვეთილის საზღვრის ცვლილებას და მისი ტერიტორიის 42.3 ჰექტარით გაფართოებას ითვალისწინებს, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ჭალის ტყის ტერიტორიის ხარჯზე.