დიდი სპორტიდან პოლიტიკამდე - რა არის ცნობილი მიხეილ ყაველაშვილის შესახებ
1732704163
განცხადებებს თითო-ოროლა ოპოზიციონერი წერს, რადიკალურმა ოპოზიციამ თავიანთი ამომრჩეველიც გადააგდო, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციის მხრიდან მანდატების გაუქმების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, „ამ ხალხის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის“.
„61 განცხადება ჯერ ვერ ვიხილეთ. რადიკალურმა ოპოზიციამ თავიანთი ამომრჩეველიც გადააგდო. მათი არაერთიანობის დამადასტურებელი ფაქტია ის, რომ განცხადებებს თითო-ოროლა ოპოზიციონერი წერს. ყველა რომ დაწერს, ეს იქნება ფაქტი, რომ მათი ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ უნდა გასამართლდეს და უკეთესი იქნება, თუ ამაში ხელს შეგვიწყობენ. ამ ხალხის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, ამას ვნახავთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.