ქარბუქი, თოვლი, ნისლი, წვიმა! - განახლებული ამინდის პროგნოზი
1767817342
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მართლმადიდებლურ ეკლესიას, მის უწმინდესობას, ჩვენს პატრიარქს მივულოცო და მადლიერება გამოვხატო, რომ ჩვენს ერში ასე მტკიცედ და მყარად არის ჩვენი სარწმუნოება , - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან სამების საკათედრო ტაძარში.
„მინდა, თითოეულ ჩვენს თანამემამულეს, თითოეულ ოჯახს, სრულიად საქართველოს მივულოცო ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაული, ასევე, განსაკუთრებით, ჩვენს თანამემამულეებს საზღვარგარეთ და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მართლმადიდებლურ ეკლესიას, მის უწმინდესობას, ჩვენს პატრიარქს მივულოცო და მადლიერება გამოვხატო იმისთვის, რომ ჩვენს ერში ასე მტკიცედ და მყარად არის ჩვენი სარწმუნოება. მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქე, ჩვენი თანამემამულე იყოს ბედნიერი. დღევანდელი დღე არის მართლაც უდიდესი დღესასწაული ქრისტიანებისთვის და მინდა, რომ ყველამ გავიხაროთ ამ დღევანდელი დღესასწაულით“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.