პენსია იზრდება - ნახეთ, დეტალური ინფორმაცია
1735292469
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა ქვეყანა ოჯახთან ერთად დატოვა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად შაიშმელაშვილი ავრცელებს.
იგი „ფეისბუქზე“ ოჯახთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მადლობას უხდის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და აშშ-ის საელჩოს საქართველოში.
„ამ ეტაპზე მინდა შემოვიფარგლო მხოლოდ მადლობით. გიორგი ჩიკვაიძე, სალომე ზურაბიშვილი, აშშ-ის საელჩო. განსაკუთრებული მადლობა იმ უცხო ადამიანებს, რომლებმაც წარმოუდგენელი მხარდაჭერა და სიყვარული გამოხატეს. იმედი მაქვს, რომ მომეცემა შესაძლებლობა ეს პატივისცემა ღირსეულად გადავიხადო.
P.S. მალე დაგიბრუნდებით,” – წერს ირაკლი შაიშმელაშვილი.