განსაკუთრებით მავნებელია სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მიზანმიმართულად, სპეციალურად, რომ არქივებს შემორჩეს, აკეთებს ფორმულირებას, თითქოს საქართველო რუსეთისკენ წავიდა და "შავი ხვრელი" გახდა სანქციებისთვის თავის ასარიდებლად - ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი

განსაკუთრებით მავნებელი არის სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მიზანმიმართულად, სპეციალურად, რომ არქივებს შემორჩეს, აკეთებს ფორმულირებას, რომ საქართველო რუსეთისკენ წავიდა, რომ საქართველო "შავი ხვრელი" გახდა სანქციებისთვის თავის არიდების, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

ნინო წილოსანი ამბობს, რომ ისტორია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ გაკეთებულ ამ განცხადებებს შემოინახავს.

"ამ კუთხით, განსაკუთრებით მავნებელი არის სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მიზანმიმართულად, სპეციალურად, რომ არქივებს შემორჩეს, აკეთებს ფორმულირებას, რომ საქართველო რუსეთისკენ წავიდა, რომ საქართველო "შავი ხვრელი" გახდა სანქციებისთვის თავის არიდების, საქართველოს ეს, საქართველო ის - ეს ყველაფერი, არაფერი არ არის თუ არა პირდაპირი ღალატი საკუთარი ქვეყნის, რადგან ისტორიას შემოუნახავენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ გაკეთებულ ამ განცხადებებს“, - აცხადებს ნინო წილოსანი.