რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ ყოველდღიურად თაფლს მიიღებთ
1737524393
გამჭვირვალობის კანონი ამიტომ მივიღეთ, ამიტომ იყო ორჯერ ატეხილი აქ მთელი ამბავი, გამჭვირვალობის კანონი გვინდოდა იმიტომ, რომ შავი ფული არ გადმორიცხულიყო საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.
„ტრამპის ბრძანებაში ზუსტად ეს წერია, არ უნდა გადაირიცხოს თანხები იმისთვის, რომ მშვიდობის წინააღმდეგ გამოვიდეს ვინმე სხვა ქვეყანაში. ანუ ამერიკამ ხელი არ უნდა შეუწყოს სხვა ქვეყანაში არეულობას. რასაც ჩვენ ვითხოვდით, ზუსტად იგივე გაიმეორა ახლა ტრამპმა, ოღონდ უკვე ბრძანებით და არა მხოლოდ განცხადებით. ასე რომ მისასამძიმრებელი ნამდვილად აქვს აქაურ არასამთავრობო სექტორს“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
ამერიკული დაფინანსება, დონალდ ტრამპის განკარგულებით, საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც შეუწყდებათ.