1753722492
გახარიას წინააღმდეგ ეს არის პოლიტიკური დევნის მცდელობა. სტრასბურგს თავიდან გამოძიების დაწყება არ მოუთხოვია, ეს არის ტყუილი - გიორგი ჭანტურია 20 ივნისის საქმის გამოძიებაზე

20 ივნისის საქმეზე პარლამენტთან მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, შეფასებები კეთდება "გახარია საქართველოსთვის" წევრების მხრიდან. გიორგი ჭანტურია ამბობს, რომ აღნიშნული გამოძიება გიორგი გახარიას პოლიტიკური დევნის მცდელობაა.
"ყველა ხედავს ამას, რომ გახარიას წინააღმდეგ ეს არის პოლიტიკური დევნის მცდელობა. სტრასბურგს თავიდან გამოძიების დაწყება არ მოუთხოვია, ეს არის ტყუილი. სტრასბურგმა თქვა, რომ გამოძიება იყო გაჭიანურებული და არაეფექტური," - განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.
20 ივნისის საქმეზე პარლამენტთან საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. დღეს მორიგ საგამოძიებო ექსპერიმენტში კიდევ ორმა ოპერატორმა მიიღო მონაწილეობა. მათ გამომძიებლებისა და ექსპერტების შეკითხვებს უპასუხეს. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერიმენტის მიზანია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების და რეკომენდაციის შესრულება, დადგინდეს, რამდენად სწორად მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმჟამინდელი ხელმძღვანელობის მხრიდან ოპერაციის დაგეგმვა და შეიძლებოდა თუ არა ზიანის შემცირება.